მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

დაზარალებულს შეუძლია შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ეს სარჩელი წარედგინება სამოქალაქო სასამართლოს. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო სარჩელის შეტანა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ სასამართლომ ბრალდებული არ მიიჩნია კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებაში დამნაშავედ, თუმცა სხვა ფორმით დაადგინა თქვენი უფლების დარღვევა. 

დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს კომპენსაცია:

  • თუ დაზიანდა ან დაიკარგა ქონება;
  • მიიღო მორალური ტანჯვა.

მსხვერპლს ასევე შეუძლია მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისას. მაშინაც კი, თუ სხვადასხვა საფუძვლით საქმეზე არ დაიწყო გამოძიება ან გამოძიება შეწყდა. თუ საქმის განხილვა სამოქალაქო წესით გაგრძელდა და დადგინდა თქვენი უფლებების დარღვევა, შეგიძლიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

ცილისწამების სარჩელი

მაშინაც კი, თუ ქმედება არ ჩაითვალა დანაშაულად, არ დადგინდა დისკრიმინაცია კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ლახავს თქვენს პატივს და უფლებებს, თქვენ შეგიძლიათ ცილისწამებისთვის შეიტანოთ საჩივარი. წაიკითხეთ მეტი ცილისწამების და საჩივრის წარდგენის შესახებ.

კომპენსაციის ოდენობა

კომპენსაციის ოდენობის დადგენისას სასამართლო განიხილავს:

  • დანაშაულის სიმძიმეს;
  • მიყენებული დაზიანებებსა და მათ შედეგებს;
  • შესაძლო ფსიქოლოგიურ ტრავმას და სხვა ფაქტორებს.

რესურსები

ბოლო განახლებები 14/09/2023