სიძულვილის ენა vs შეურაცხმყოფელი გამონათქვამები

არსებობს განსხვავება შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენას შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები ან შინაარსი შეიძლება ადვილად ამოსაცნობი იყოს, იმის დადგენა, არის თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში  სიძულვილის ენა გამოყენებული, ყოველთვის მარტივი არ არის. 

შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ყოველთვის ავტომატურად არ შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ დადებითი ხასიათის განცხადებებზე ან შინაარსზე, არამედ ისეთზეც, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს კონკრეტული პირისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სიძულვილის ენა განასხვაოთ სხვა შეურაცხმყოფელი ან არაპოპულარული შეხედულებებისა და გამონათქვამებისგან.

მაგალითი განცხადება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის აზრს და მიჩნეული იყოს შეურაცხყოფად, მაგრამ არ გამოიწვიოს სიძულვილი ან ძალადობა.

პრინციპები

სიძულვილის ენის ლეგიტიმური საჯარო დებატებისაგან განსხვავების მიზნით, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი პრინციპები:

  • კონკრეტული გამონათქვამების შინაარსი;
  • გამონათქვამების კონტექსტი;
  • ამ გამონათქვამების ავტორის მიზანი;
  • როგორ აღიქვა საზოგადოებამ  ეს გამონათქვამები.

სიძულვილის ენის გაშუქება

რასიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას ან საჯარო დებატების გადაცემისას პრესამ და მედიამ შეიძლება ღიად აჩვენოს სიძულვილის ენის მაგალითები. თუმცა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე უბრალო გაშუქება არ უნდა აგვერიოს თავად გამონათქვამების შინაარსის გაზიარებასა და მის პერსონალურ გავრცელებაში.

მაგალითი ჟურნალისტმა შეიძლება გამოაქვეყნოს ინტერვიუ რასისტულ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, რომლის დროსაც ორგანიზაციის წევრები გამოხატავენ თავიანთ ღიად რასისტულ შეხედულებებს. ჟურნალისტი და გამომცემელი ვერ იქნება პასუხისმგებელი ამ განცხადებების გამო, თუ ის აშკარად ემიჯნება ამ შეხედულებებს, რომელიც რასიზმის, როგორც აქტუალური და საკამათო სოციალური საკითხის, შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გამოქვეყნდა.

რესურსები

ბოლო განახლებები 16/11/2023