სიძულვილის ენა საჯაროდ აღვივებს შუღლს და ადამიანებს სხვა პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ნიშნით ძალადობისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს განსხვავება სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს შორის.
განსხვავება სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს შორის
ქმედება რომ სიძულვილის დანაშაულად ჩაითვალოს, მან ორი ელემენტი უნდა დააკმაყოფილოს: ის კანონით უნდა იყოს აღიარებული დანაშაულად და მას უნდა ჰქონდეს მიკერძოებული მოტივი. სიძულვილის ენა არის კონკრეტული ტიპის დანაშაული, რომელიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს სიძულვილს და ძალადობას ინდივიდის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ, გარკვეული ისეთი ნიშნის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად, რასა, ეროვნება, სქესი, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, რწმენა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ღირსების შელახვის მოტივით.
მნიშვნელოვანია სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს აქვს გარკვეული მსგავსი მახასიათებლები. კერძოდ, ორივე მიმართულია ცალკეული ინდივიდების ან ჯგუფების მიმართ. ზოგჯერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დროს მოძალადემ შესაძლოა საჯაროდ გამოხატოს სიძულვილი მსხვერპლის ეთნიკურობის, რელიგიის ან სხვა მახასიათებლების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი განიხილავს ქმედებებს, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც სიძულვილის დანაშაული. როგორც ინდივიდუალური ქმედება, სიძულვილის ენა საქართველოში არ არის კრიმინალიზებული, გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც ის ქმნის ძალადობის უშუალო საფრთხეს. წაიკითხეთ მეტი სიძულვილის ენის შესახებ.
Read more about hate speech.
სიძულვილის ენის ელემენტები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის წინ, პროცესში ან მის შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას სიძულვილის ენის ელემენტები. შესაბამისად, გამოძიებისას სახელმწიფო ვალდებულია, მოიკვლიოს ასეთი ელემენტები.
მაგალითი თუ მოწმეები ამბობენ, რომ გეი წყვილზე თავდასხმის წინ მოძალადის მხრიდან ჰომოფობიური შეურაცხყოფა გაიგეს, ეს გასათვალისწინებელია გამოძიებისა და შემდგომი ქმედებების დროს.
თუ მოძალადე ფლობს ისეთ ნივთებს, როგორიცაა წიგნები, მუსიკა ან პლაკატები, რომლებიც მიუთითებს მიკერძოებულობაზე ან ცრურწმენაზე, ეს ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული გამოძიების დროს.
მაგალითი თუ ჩხრეკის მოძალადის მიერ უცხოელთა ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩენს ქსენოფობიურ პლაკატებს, ეს გასათვალისწინებელია გამოძიების პროცესში.