თუ სასამართლო დაადგენს, რომ თქვენ შეურაცხყოფთ სხვა პირს, თქვენ მიმართ გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული უნდა იყოს. ზედმეტად მკაცრმა პასუხისმგებლობამ შეიძლება დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება მაშინაც კი, თუ თქვენი განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს.
მაგალითი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ მედია გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენოს ან კონკრეტული ჟურნალისტი შეაფერხოს საჯარო ინტერესის მქონე საკითხების ხელახლა გაშუქებისას.
პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის
საქართველოს კანონმდებლობით, პირს ეკისრება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა კერძო ან საჯარო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ განცხადება შეიცავს არსებითად ყალბ ფაქტებს, რამაც გამოიწვია მისი პატივისა და ღირსების შელახვა და მიაყენა მას მორალური ზიანი. სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებები შეიძლება მოიცავდეს ფულად კომპენსაციას, ცილისმწამებლური განცხადებების გაუქმების ვალდებულებას ან ბოდიშის მოხდას. დაცვის საშუალების ან კომპენსაციის ოდენობის არჩევისას სასამართლომ უნდა დააბალანსოს პირის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე და სხვა პირის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა.
მაგალითი თუ სასამართლო დაადგენს კომპენსაციას, რომელიც, დაახლოებით, ოთხჯერ აღემატება სასამართლოების მიერ ცილისწამების მსგავს საქმეებზე მინიჭებული კომპენსაციის პრაქტიკას, ეს არ იქნება პროპორციული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გამონაკლისი გარემოებები, რომლებიც ამართლებს ზიანის ოდენობას.