ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

ინფორმაციის მიღების უფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. თქვენ გაქვთ უფლება, ფლობდეთ ინფორმაციას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მიღებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების შესახებ.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო:

  • ეს დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლებასთან და მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებდნენ განსხვავებული მოსაზრებების გაცნობას საზოგადოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე. ამიტომ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედიამ შეძლოს, შექმნას სივრცე საჯარო დებატებისთვის და წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ საკითხებზე დისკუსიაში;
  • სახელმწიფო დაწესებულებები იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი.ამის მისაღწევად ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია. საზოგადოება მოელის, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას, სულ მცირე, გარკვეულ ინფორმაციაზე მაინც, რომელიც ახსნის და გაამართლებს მის პოლიტიკასა და ქმედებებს. მაგალითად, განმარტავს, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სახელმწიფო კომპანიის გაყიდვა ან ახსნის და წარმოადგენს დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს გარემოზე ნარჩენების ქარხნის აშენება.

სახელმწიფო დაწესებულებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა

როგორც მოქალაქეს, თქვენ უფლება გაქვთ, მოიპოვოთ გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მიღებული საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების შესახებ. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოითხოვოთ ინფორმაცია, ასევე როგორ უნდა გაასაჩივროთ, როდესაც თქვენი მოთხოვნა უარყოფილია საკმარისი ან მართებული დასაბუთების გარეშე.

ბოლო განახლებები 14/09/2023