საჩივარი
თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ უარი ინფორმაციის გაცემაზე, თუ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არაპროპორციულია ან არ გააჩნია საკმარისი და მართებული დასაბუთება.
თუ თქვენ გადაწყვეტთ გასაჩივრებას, გადაწყვეტილება, როგორც წესი, ჯერ უნდა გაასაჩივროთ იმ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელთან, რომელმაც ის გამოსცა. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გასაჩივრების პროცედურებისა და ვადების შესახებ.
გასაჩივრება
თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ მისი შემდგომი გასაჩივრება ადმინისტრაციულ სასამართლოში.
კომპენსაცია
თუ ინფორმაციაზე წვდომის არ ქონის გამო მოგადგათ ზიანი, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.