სახელმწიფო დაწესებულებებიდან ყველა ინფორმაცია უნდა იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

მოთხოვნა

სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას თქვენ არ ხართ ვალდებული, ახსნათ, თუ რატომ გჭირდებათ ეს ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ წერილობით ან, ცალკეულ შემთხვევებში, ელექტრონულად.

თუ გსურთ, მოითხოვოთ ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და შეზღუდულია, გაეცანით მასალას.

დრო

სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის მოწოდება დაწესებულების მხრიდან დამატებით დროს არ საჭიროებს. თუ დაწესებულებას დამატებითი დრო სჭირდება ინფორმაციის მოწოდებისთვის, ეს არ უნდა იყოს 10 დღეზე მეტი. თუ სახელმწიფო ორგანოს სჭირდება 10 დღე თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაცნობოთ. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად.

გადასახადი

იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი მოთხოვნა არ საჭიროებს დამატებით აქტივობებს სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, ინფორმაცია უნდა მიიღოთ უფასოდ. თუმცა სახელმწიფომ შეიძლება მოითხოვოს თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის ასლის გადაღების საფასურის დაფარვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციის საფასური არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების მიერ თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად გაწეულ ხარჯებს.

უარი და ახსნა-განმარტება

სახელმწიფო დაწესებულებებს არ შეუძლიათ უარი თქვან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მასზე წვდომა კანონით არ არის შეზღუდული. თუ დაწესებულება უარყოფს თქვენ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე, მან უნდა გამოსცეს წერილობითი გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში, რომელშიც განმარტავს:

  • მოტივაციას, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზების მითითებით;
  • უარის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის კანონის ან მთავრობის დებულებაზე მითითებით;
  • გასაჩივრების პროცედურასა და ვადებს, თუ არ დაეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას.

როგორ დაიცვათ ინფორმაციაზე წვდომის უფლება

წაიკითხეთ უფრო მეტი, თუ როგორ იჩივლოთ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რესურსები

ბოლო განახლებები 14/09/2023