თქვენ შეიძლება შეგეზღუდოთ ისეთი სახის ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც მიჩნეულია პერსონალურ მონაცემად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებად.

ინფორმაცია, რომელზე დაშვებაც შეზღუდულია

ზოგიერთ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება მხოლოდ კონკრეტულ პირებს შეუძლიათ, თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება შეაფერხოს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირება ან ზიანი მიაყენოს სხვა პირების უფლებებს.

გარკვეულ ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა შეიძლება დაწესდეს კანონით. მაგალითად, ინფორმაცია პირად ცხოვრებასთან ან პირად მონაცემებთან დაკავშირებით, კონფიდენციალური ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ან სახელმწიფო უსაფრთხოების დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ინფორმაციის გარკვეულ ტიპებს, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, მაგალითად, ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები შესაძლო რისკებსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

მოთხოვნა

იმისათვის, რათა შეზღუდულ ინფორმაციაზე მიიღოთ წვდომა, თქვენ უნდა განმარტოთ, რატომ გჭირდებათ ეს ინფორმაცია და რისთვის გამოიყენებთ მას. მაგალითად, არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომისთვის. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით. ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებამ შეიძლება გარკვეული ინფორმაცია მიიჩნიოს კომერციულ საიდუმლოებად და, შესაბამისად, შეზღუდოს მასზე წვდომა. თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საშუალებას გაძლევთ, გაასაჩივროთ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ ინფორმაციად მიჩნევის შესახებ.

დრო

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გქონდეთ წვდომა ყველა ინფორმაციაზე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაგზავნოთ მოთხოვნა. თუ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მონიშნულია, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო ორგანომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეგატყობინოთ და 3 დღის განმავლობაში უნდა აგიხსნათ თქვენი უფლებები და გასაჩივრების პროცედურები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ წერილობითი ფორმით.

უარი და ახსნა-განმარტება

სახელმწიფო დაწესებულებებს არ შეუძლიათ უარი თქვან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ხოლო უარის შემთხვევაში მათ უნდა გამოსცენ წერილობითი გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნიდან 3 დღის განმავლობაში, რომელშიც განმარტავენ:

  • მოტივაციას, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზების მითითებით;
  • უარის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის კანონის ან მთავრობის დებულებაზე მითითებით;
  • გასაჩივრების პროცედურასა და ვადებს, თუ არ დაეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას.

კრიტერიუმები

ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას არ არის საჭირო მიზნისა და მიზეზის ახსნა. თუმცა სახელმწიფო დაწესებულებებმა ან სასამართლომ შეიძლება განიხილონ სხვადასხვა კრიტერიუმი ინფორმაციაზე დაშვების გაცემამდე. მათ უნდა დააბალანსონ თქვენი უფლებები და ინტერესები გასაიდუმლოებული ინფორმაციით დაცულ სხვა ინტერესებთან მიმართებაში. ამიტომ მათ უნდა შეაფასონ:

  • იმ ინფორმაციის საჯარო მნიშვნელობა, რომლის მიღებაც გსურთ;
  • პოტენციური ზიანი, რომელიც ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს სხვა პირების უფლებებს ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს. 

მაგალითი სახელმწიფო დაწესებულებამ შეიძლება გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია ქარის ელექტროსადგურის შესახებ, მაგრამ შეიძლება უარი თქვას ტექნიკური ინფორმაციის მიწოდებაზე სამრეწველო საიდუმლოების დასაცავად. ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე აბსოლუტური უარი ამ შემთხვევაში აშკარად არაპროპორციული იქნებოდა.

როგორ იჩივლოთ

წაიკითხეთ უფრო მეტი, თუ როგორ იჩივლოთ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რესურსები

ბოლო განახლებები 14/09/2023