მედიას აქვს განსაკუთრებული უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები, რადგან ის ასრულებს ე.წ. „დარაჯის” ფუნქციას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„დარაჯის” როლი
მედიას ენიჭება ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და საჯარო დებატების პლატფორმის შექმნა რეფლექსიისა და დაკვირვებისთვის. ამ როლიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედია ითვლება ყველა დემოკრატიული საზოგადოების „დარაჯად“.
სპეციალური უფლებები, თავისუფლებები და დაცვა
მედია მუშაობს საზოგადოების საკეთილდღეოდ, რათა უზრუნველყოს მისი ინფორმირება და დარწმუნდეს, რომ საზოგადოებას შეუძლია გააკონტროლოს მთავრობის, პოლიტიკოსების და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების მუშაობა. ამის გათვალისწინებით მათ მეტი თავისუფლება და დაცვა ეძლევათ. მაგალითად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ უფრო მკაცრი ტერმინები კრიტიკისას და აქვთ უფლება, არ გაამხილონ წყაროს ვინაობა.
ვალდებულებები და პასუხისმგებლობები
მედიის უფლებები და თავისუფლებები არ არის შეუზღუდავი და მოიცავს გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებსაც. საზოგადოების წინაშე ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, გამოაქვეყნონ ჭეშმარიტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება ასევე შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის დაარღვევს სხვა ადამიანების პირად ცხოვრებისა და რეპუტაციის საზღვრებს. მაგალითად, პირადი დეტალების გამოქვეყნება, რომლებიც არ არის რელევანტური საჯარო განხილვისთვის ან ბრალდებები, რომლებსაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი.