ძალადობრივი გარემოდან უსაფრთხო გასვლა

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და დაეხმაროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, უსაფრთხოდ დატოვოს ძალადობრივი გარემო. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის დაცვა, რადგან, როდესაც მსხვერპლი ტოვებს ძალადობრივ ურთიერთობას, მოძალადეების აგრესია მსხვერპლზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად იზრდება.

ხშირ შემთხვევაში, ქალები, რომლებიც განშორების პროცესში იმყოფებიან ან ახლახან დაშორდნენ პარტნიორს, გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, გახდნენ ძალადობის მსხვერპლები. ამიტომ, უსაფრთხოების ასპექტები ძალზე გადამწყვეტია ძალადობრივი გარემოს დატოვების პროცესში.

ძალადობრივი ურთიერთობიდან უსაფრთხო გამოსვლა გულისხმობს უსაფრთხოების ინდივიდუალურ დაგეგმვას, რომელიც მოიცავს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას.

უსაფრთხოების ინდივიდუალური გეგმა არის პერსონალიზებული, პრაქტიკული გეგმა, რომელიც მოიცავს გზებს, მსხვერპლი დარჩეს უსაფრთხოდ ურთიერთობისას, წამოსვლის დაგეგმვისას ან წასვლის შემდეგ. უსაფრთხოების დაგეგმვის ნაწილია ასევე ემოციებთან გამკლავება, ოჯახისა და მეგობრებისთვის ძალადობის შესახებ შეტყობინება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კრიზისულ სიტუაციებში მსხვერპლმა შეიძლება ვერ შეძლოს ინფორმაციის გაგება ისე, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ამიტომ უსაფრთხოების გეგმის წინასწარ გათვალისწინებას შეუძლია მსხვერპლს კრიზისულ სიტუაციებში თავის დაცვაში დაეხმაროს.

გზამკვლევის შესახებ

სახელმძღვანელოს ეს ნაწილი განმარტავს მსხვერპლის უსაფრთხოებისა და დაცვის სამართლებრივ ასპექტებს, ასევე მოძალადისგან განშორების პროცესში საჭირო ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იურიდიულ დახმარებას.

რესურსები

ბოლო განახლებები 03/11/2023