მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერი დაცვის რამდენიმე საშუალებას ითვალისწინებს.

სასამართლოს მიერ დამცავი ორდერით მოძალადისთვის შეიძლება დაწესდეს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სახის პრევენციული ღონისძიება:

  • მსხვერპლის ან მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან დაცვის ზომები;
  • მსხვერპლის ან მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან განრიდება და თავშესაფარში მოთავსება;
  • მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან განრიდება;
  • მოძალადის დავალდებულება, არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან ნებისმიერი სხვა  ქონებით, რომელიც აუცილებელია პირის ნორმალური ცხოვრებისათვის;
  • მოძალადისთვის თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობის აკრძალვა;
  • მოძალადის არასრულწლოვანისგან განრიდება, მასთან შეხვედრისა და კომუნიკაციის რეგულირება;
  • მოძალადის  მსხვერპლთან, მის სამუშაო ადგილთან ან სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების აკრძალვა;
  • დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობების განსაზღვრა;
  • მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის ან სხვა გონივრული ხარჯების ანაზღაურება;
  • მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • სხვა ღონისძიებები იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც აუცილებელია მსხვერპლის დასაცავად.

როგორც განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე ძალადობისგან დროებითი დაცვისას, მსხვერპლის სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვა ჭარბობს მოძალადის ქონებრივ უფლებებს. აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ჩამდენს შეიძლება აეკრძალოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნება მაშინაც კი, თუ ის ფლობს ამ ქონებას.

რესურსები

ბოლო განახლებები 18/12/2023