ოჯახში ძალადობის მრავალი ფორმა და სახე არსებობს. თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ისწავლოთ მათი ამოცნობა.
ოჯახში ძალადობა არის ნებისმიერი ძალადობის აქტი მოქმედ თუ ყოფილ მეუღლეებს, არარეგისტრირებულ ურთიერთობაში მყოფ მოქმედ თუ ყოფილ პარტნიორებს, პირველი რიგის ნათესავებს (შვილები და მშობლები) თუ მეორე რიგის ნათესავებს (შვილიშვილი, ბებია, ბაბუა, დები და ძმები) შორის. გამოყოფენ ოჯახში ძალადობის სამ ფორმას - სისტემატიური ძალადობა კონტროლის მოპოვების მიზნით, წინააღმდეგობის გაწევა/თავდაცვა და სისტემატური ძალადობა კონტროლის მოპოვების მიზნის გარეშე. არსებობს ოჯახში ძალადობის ოთხი ტიპი - ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა.
ბევრი ადამიანი არ ცნობს ოჯახში ძალადობის ზოგიერთ ან ყველა ფორმას ან ტიპს. იმის გაგება, თუ რა არის ოჯახში ძალადობა, დამოკიდებულია მათ განათლებაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და საზოგადოებაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ხშირად აღიარებენ ძალადობრივი ურთიერთობის მხოლოდ ერთ ნაწილს. მაგალითად, ისინი აღიარებენ ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ ძალადობად არ მიიჩნევენ სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას.
ოჯახში ძალადობის საერთო გაგება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა და სახე მიუღებელია, ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობაზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება უფრო ეფექტური გახდეს. სამართალდამცავი ორგანოების მკაფიო გზავნილი ოჯახში ძალადობისა და მისი უკანონობის საერთო გაგების შესახებ, ბევრ მსხვერპლს წაახალისებს, თავი დააღწიონ ძალადობას და ეძიონ დახმარება.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ამ ნაწილში იხილავთ ინფორმაციას ოჯახური ძალადობის ფორმებისა და სახეების შესახებ.