ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახში ძალადობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მკვლელობა (ჰომოციდი).

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის ნიშნები ან რისკ-ფაქტორები, რომლებიც პოტენციურად 5-ჯერ ზრდის ლეტალობას, არალეტალურ ძალადობასთან შედარებით, არის:

  • მოკვლის მუქარა
  • დახრჩობის მცდელობები
  • იძულებითი სექსუალური კავშირი
  • ფიზიკური ძალადობა
  • პარტნიორის კონტროლი მსხვერპლის ყოველდღიურ საქმიანობაზე

თუ მოძალადე იყენებს ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ ან მეტ ქმედებას,  მკვლელობის რისკი იზრდება. თუმცა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის რისკი კვლავ რჩება მაშინაც კი, თუ მოძალადეს ჯერ არ გამოუყენებია აღნიშნული ქმედებები.

ქალები, რომლებიც განშორების პროცესში იმყოფებიან ან ახლახან დაშორდნენ პარტნიორს, გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, მომავალში გახდნენ ძალადობის მსხვერპლები. ოჯახში ძალადობის სერიოზული და ფატალური შემთხვევების უმეტესობა ხდება მაშინ, როდესაც ქალები ცდილობენ, დატოვონ შეურაცხმყოფელი ურთიერთობა, განსაკუთრებით, წასვლიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. განცალკევებული თავდასხმა დაკავშირებულია ძალაუფლებისა და კონტროლის შენარჩუნებასთან - როდესაც მსხვერპლი ცდილობს, დატოვოს ან ახლახან დატოვა ურთიერთობა, მოძალადე გრძნობს, რომ ის კარგავს თავის დამკვიდრებულ დომინირებას მსხვერპლზე. შესაბამისად, ის იყენებს უფრო მძიმე ფიზიკურ ძალადობას ძალაუფლებისა და კონტროლის აღსადგენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები ან მკვლელობა.

ამიტომ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საჭიროა სახელმწიფოს მიერ გარანტირებული დამცავი და შემაკავებელი ორდერები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა დაეხმაროს მსხვერპლს, უსაფრთხოდ დატოვოს ძალადობრივი  ურთიერთობა.

რესურსები

ბოლო განახლებები 18/12/2023