არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2012 წელს დაარსდა. მისი მისიაა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა.

როგორ დაგეხმარებათ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“?

იურიდიული კონსულტაცია

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ადამიანის უფლებათა დაცვის თავისი ექსპერტიზის სფეროში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

აქტივობები:

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შემდეგ აქტივობებს ახორციელებს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, კონსულტაცია და იურიდიული დახმარების გაწევა, მათი უფლებების რეალიზაციის მიზნით;
  • ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინტეგრაციას;
  • ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, სტატისტიკის შექმნა, მონაცემების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

https://www.phr.ge/home?lang=eng
+995 032 2 33 13 56
მ. ალექსიძის ქუჩა 1. ბ.2 #26
თბილისი, საქართველო.

ბოლო განახლებები 15/11/2023