„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი მთავარი მისიაა „კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.”

საიას მიზნებია:

  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
  • საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამყარება;
  • საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების გამართული ფუნქციონირებისთვის და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის.

როგორ დაგეხმარებათ საია?

იურიდიული კონსულტაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას უფასო სამართლებრივი კონსულტაციებისა და საადვოკატო მომსახურების გაწევა წარმოადგენს. საია იურიდიულ დახმარებას უწევს ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს თავისი ექსპერტიზის კონკრეტულ სფეროებში. რიგ შემთხვევებში იურიდიული დახმარება მოიცავს წარმომადგენლობას ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოებში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს საიას იურისტებს და მიიღოს ზეპირი ან წერილობითი კონსულტაცია. იურიდიული კონსულტაცია არის უფასო და კონფიდენციალური. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიას ვებგვერდზე.

აქტივობები:

პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, ორგანიზაცია შემდეგ საკითხებზე მუშაობს:

ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამა:

  • თანასწორობა;
  • სოციალური პოლიტიკა;
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულება;
  • გამოხატვის თავისუფლება.

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამა:

  • საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი;
  • მართლმსაჯულება;
  • საჯარო ადმინისტრირება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • არჩევნები;
  • ევროინტეგრაცია.

სამართლებრივი დახმარების პროგრამა:

  • სამართლებრივი დახმარება;
  • სტრატეგიული სამართალწარმოება;
  • აღსრულების მექანიზმები;
  • ჰააგის სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების ხელშეწყობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

https://gyla.ge/en
gyla@gyla.ge
+995 322 99 50 76

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

მთავარი ოფისი

ჯ. კახიძის ქუჩა #15 , ს.ი.  0102
თბილისი, საქართველო.

უფასო იურიდიული კონსულტაცია

დ. უზნაძის ქუჩა  #101
თბილისი, საქართველო.

ოფისები რეგიონებში

ვ. გზირიშვილის ქუჩა  #10დ
რუსთავი, საქართველო.

ა. ვარდოშვილის ქუჩა, #30
თელავი, საქართველო.

რუსთაველის ქუჩა 29  ს.ი. 1810
დუშეთი, საქართველო.

სტალინის ქუჩა  #19
გორი, საქართველო.

მ. კოსტავას ქუჩა  #11
ქუთაისი, საქართველო.

გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #25
ოზურგეთი, საქართველო.

ლაღიძის ქუჩა  #3
ზუგდიდი, საქართველო.

მ. აბაშიძის გამზირი  #48
ბათუმი, საქართველო.

ბოლო განახლებები 15/11/2023