„საფარი“ არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა.

ის ფოკუსირებულია ქალთა უფლებების დაცვაზე. ორგანიზაციის მისიაა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვითა და ქალების გაძლიერებით, საქართველოში ხელი შეუწყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნას.

როგორ დაგეხმარებათ „საფარი”?

სამართლებრივი დახმარება

ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს სთავაზობს უფასო იურიდიულ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საფარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

https://sapari.ge/
info@sapari.ge 
+995 0322 307 603

უფასო კონსულტაციები:

+995 599 407 603

საფარი
ა. გახოკიძის ქუჩა #11ა
თბილისი, საქართველო.

ბოლო განახლებები 15/11/2023