„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 2012 წელს დაარსდა. ის წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციას.
როგორ შეიძლება დაგეხმაროთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“?
იურიდიული კონსულტაცია
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, მისი ექსპერტიზის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
აქტივობები:
პროგრამული პრიორიტეტების მიხედვით, ორგანიზაცია შემდეგ აქტივობებს ახორციელებს:
სოციალური პოლიტიკა:
- შშმ პირთა უფლებები;
- უფლება საცხოვრისზე;
- შრომითი უფლებები;
- მწვანე პოლიტიკა.
მართლმსაჯულება და დემოკრატია:
- ნარკოპოლიტიკა;
- უსაფრთხოების სექტორი;
- სასამართლო სისტემა;
- სამართალდამცავი ორგანოები;
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
თანასწორობის პოლიტიკა:
- ქალთა უფლებები;
- ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა;
- რელიგიის თავისუფლება;
- ეთნიკური უმცირესობები;
- ლგბტქ უფლებები;
- კრიტიკული ფემინისტური აზრები;
- ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში.
კრიტიკული პოლიტიკა და სოლიდარობის პლატფორმა:
- სოციალური სამართლიანობა;
- სოციალური მოძრაობები;
- დეკოლონიური პერსპექტივები.
საკონტაქტო ინფორმაცია
https://socialjustice.org.ge/
info@socialjustice.org.ge
+995 32 2 233 706
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
აბაშიძის ქუჩა 12ბ
0179, თბილისი, საქართველო.