„თანასწორობის მოძრაობის“ მისიაა ქალებისა და ლგბტქ თემის მხარდაჭერა საზოგადოებაში მათი სათანადო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად და, ამავდროულად, საზოგადოებაში სექსიზმისა და ჰომოფობიის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

„თანასწორობის მოძრაობა“, ბენეფიციარების საჭიროებებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სოციალურ და იურიდიულ მომსახურებას; სოციალური ცნობიერების შეცვლის მიზნით, მუშაობს საზოგადოების მობილიზებაზე და ეწევა პოლიტიკის ადვოკატირებას.

როგორ დაგეხმარებათ „თანასწორობის მოძრაობა“?

იურიდიული კონსულტაცია

თუ საკუთარი გენდერული იდენტობის ან/და სექსუალური ორიენტაციის გამო გახდით ძალადობის, დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერ სივრცეში; თუ თქვენ მიმართ მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარა; თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, უკანონოდ ილახება თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და სხვა შემთხვევებშიც თქვენი, როგორც ლგბტ პირთა, უფლებების რეალიზება უკანონოდ იზღუდება, ორგანიზაცია მზად არის გაგიწიოთ უფასო იურიდიული დახმარება, რაც გულისხმობს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე კონსულტაციების გაწევას, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

აქტივობები:

  • ქალთა და ლგბტქ თემის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ქალთა და ლგბტქ თემის სოციალური ინტეგრაციის მობილიზება და მხარდაჭერა;
  • ქალთა და ლგბტქ თემის გაძლიერების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება.

საკონტაქტო ინფორმაცია

https://equality.ge/
info@equality.ge
+995 0322 47 97 48

თანასწორობის მოძრაობა
უ. ჩხეიძის ქუჩა  #19
თბილისი, საქართველო.

ბოლო განახლებები 15/11/2023