„უფლებები საქართველო” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
როგორ დაგეხმარებათ ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”?
იურიდიული კონსულტაცია
ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების და საადვოკატო მომსახურების გაწევა წარმოადგენს. სამართლებრივი კონსულტაცია გულისხმობს პირისპირ ან სატელეფონო კომუნიკაციას კვალიფიციურ იურისტთან, ხოლო საადვოკატო მომსახურება მოიცავს იურიდიული დოკუმენტების (განცხადებების, საჩივრების, სარჩელების და ა.შ.) შედგენას, აგრეთვე წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში. ამჟამად „უფლებები საქართველო“ ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო და რომელიც ორიენტირებულია თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელთა დაცვასა და გაძლიერებაზე. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.
აქტივობები:
- სტრატეგიული სამართალწარმოება;
- საერთაშორისო დაცვა;
- განათლება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
https://www.rights.ge/ka
office@rights.ge
+995 (32) 299 88 56
უფლებები საქართველო
ა. გახოკიძის ქუჩა #11ა, 0160
თბილისი, საქართველო.
რეგიონული ოფისები
არსენიშვილის ქუჩა #2
თელავი, საქართველო.
წერეთლის ქუჩა #1
ჭიათურა, საქართველო.
აღმაშენებლის ქუჩა #24
ამბროლაური, საქართველო.