პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც იცავს პერსონალურ მონაცემებს საქართველოში.

როგორ დაგეხმარებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური?

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია რომელიმე კომპანიის ან სამთავრობო ორგანოს მიერ დამუშავდა და გავრცელდა თქვენი თანხმობის გარეშე. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია, განიხილოს განცხადება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქტივობები:

  • პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით პირთა საჩივრების განხილვა;
  • პერსონალური მონაცემების დამმუშავებლების რეგისტრაცია;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ მიმართული კანონპროექტებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

საკონტაქტო ინფორმაცია

www.personaldata.ge
office@pdps.ge
+995 032 242 10 00

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
ვაჩნაძის ქუჩა 7, 0105, 
თბილისი, საქართველო.

ბოლო განახლებები 15/11/2023