სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.

როგორ დაგეხმარებათ სახალხო დამცველი?

საჩივრები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ

სახალხო დამცველი უფლებამოსილია, განიხილოს საჩივრები ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვევებთან დაკავშირებით და დაადგინოს, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები. წაიკითხეთ მეტი საჩივრის პროცედურის შესახებ.

საჩივრები დისკრიმინაციის შესახებ

თუ თვლით, რომ გახდით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი  სახელმწიფო დაწესებულების ან კერძო სუბიექტის მიერ, შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ სახალხო დამცველს. ომბუდსმენს შეუძლია შეაფასოს, მოხდა თუ არა ამა თუ იმ ტიპის დისკრიმინაცია და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაცია.

აქტივობები:

  • ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა პატიმრობისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში, ასევე თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგი;
  • ბავშვთა უფლებების დაცვის ზედამხედველობა და მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • კონფლიქტით დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების იდენტიფიცირება, მათზე დროული რეაგირება და პრევენციული ზომების მიღება;
  • საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

საკონტაქტო ინფორმაცია

www.ombudsman.ge
+995 (32) 299 58 98
info@pdo.ge

სახალხო დამცველის ოფისი
დავით აღმაშენებლის გამზირი, 80.
თბილისი,  საქართველო. ს.ი.  0102.

ბოლო განახლებები 15/11/2023