სამოქალაქო მონაწილეობა ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი და დემოკრატიის ძირითადი ნაწილია.
სამოქალაქო ჩართულობა მოიცავს ბევრ სხვადასხვა ასპექტს, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათ შორისაა თითოეული მოქალაქის უფლება მონაწილეობა მიიღოს საჯარო საკითხების მართვაში, საარჩევნო უფლება, საჯარო სერვისებზე წვდომის უფლება და სხვა. მოქალაქეთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც საზოგადოებას შეეხება. სამოქალაქო ჩართულობა ასევე ხელს უწყობს საზოგადოებრივ ერთობას და ეხმარება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის განცდის შექმნაში.
სამოქალაქო მონაწილეობა და ადამიანის უფლებები
სამოქალაქო ჩართულობა მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებებთან, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებასთან, მშვიდობიანი შეკრების, თავისუფალი არჩევნების და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებებთან.
გზამკვლევის შესახებ
სახელმძღვანელოს მიზანია წაახალისოს მოქალაქეები შეისწავლონ და გამოიყენონ თავიანთი სამოქალაქო მონაწილეობის უფლებები, ასევე გასწიოს გზამკვლევის ფუნქცია საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
სახელმძღვანელო განმარტავს სამოქალაქო მონაწილეობის უფლებებს, რომლებიც გააჩნიათ როგორც მოქალაქეებს, ასევე არა მოქალაქეებს. გარდა ამისა, იგი მოიცავს ინფორმაციას საჩივრის პროცედურებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.
წაიკითხეთ უფრო მეტი: