არჩევნებში მონაწილეობა სამართლიანი საარჩევნო უფლების მეორე მხარეა. ხმის მიცემის მსგავსად, პასიური საარჩევნო უფლება დემოკრატიის წინაპირობაა და ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი და ეფექტური გზაა სამოქალაქო მონაწილეობის განსახორციელებლად.
არჩევნებში კენჭისყრის უფლების ეფექტური განხორციელება უზრუნველყოფს ამომრჩევლების შეუზღუდავი არჩევანის უფლებას. უფრო მეტიც, დემოკრატია ძლიერდება იმით, თუ რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თანამდებობაზე კენჭისყრას, ამომრჩეველს მეტ არჩევანს შეთავაზებს და გაითვალისწინებს საზოგადოების უფრო მრავალფეროვან შეხედულებებს.
არჩევნებში კენჭისყრა და ადამიანის უფლებები
არჩევნებში მონაწილეობა ადამიანის უფლებაა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ხმის მიცემის უფლებასთან და ორივე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმას წარმოადგენს. არჩეული კანდიდატები ასრულებენ მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციას, მათ უნდა შესთავაზონ და მხარი დაუჭირონ იმ ამომრჩეველთა სურვილებს, რომლებმაც ისინი აირჩიეს. ამ ფუნქციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არჩევნებში კენჭისყრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, რათა ეს უფლებამოსილება არ იყოს ბოროტად გამოყენებული და არ იქონიოს ნეგატიური ზეგავლენა სხვა ადამიანის უფლებებზე.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს ვის და რა პირობებში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რა შეზღუდვებია დაწესებული არჩევნებში მონაწილეობისთვის, ასევე როგორ უნდა გაასაჩივროთ თქვენი არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის შემთხვევები.