უფლება გაქვთ იჩივლოთ თუ ფიქრობთ რომ თქვენი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება შეიზღუდა.

ადმინისტრაციული პროცედურები

მხოლოდ შსს-ის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს აქვთ უფლება დააკავონ პირი შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევისთვის. შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევისთვის პირის დაკავება არალეგიტიმური იქნება, თუ იგი განხორციელდება არაუფებამოსილი პირის მიერ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შეკრების ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის არაკანონიერი, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.

შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციულ სასამართლოს, თუ ფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ან ქმედება უკანონოდ ზღუდავს თქვენს უფლებებს. ეს შეიძლება შეიცავდეს შეზღუდვებს, როგორიცაა:

  • საპროტესტო აქციების აკრძალვა
  • ძალის გამოყენება ან დემონსტრაციების დარბევა.
  • მშვიდობიანად შეკრების თქვენს უფლებაში ჩარევა

სასამართლოში შეგიძლიათ სარჩელი შეიტანოთ ელექტრონულად ან განცხადების სახით. სარჩელს უნდა დაურთოთ ყველა შესაბამისი დოკუმენტი, როგორიცაა:

  • შეზღუდვის ან დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები
  • ნებისმიერი წერილობითი კორესპონდენცია ხელისუფლებასთან
  • კანონები ან რეგულაციები, რომლებიც, თქვენი აზრით, დაირღვა

თუ ფიქრობთ, რომ დემონსტრაციის დროს არაკანონიერად დაგაპატიმრეს ან დაგაკავეს, თქვენ გაქვთ უფლება, გაასაჩივროთ დაკავების კანონიერება და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მოითხოვოთ კომპენსაცია. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაკავების კანონიერების გასაჩივრების შესაძლებლობებზე, შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის რესურსებს.

თუ დაკავების დროს პოლიციის მიერ ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდით, თქვენ გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი ამგვარი მოპყრობის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრების შეტანაზე შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის რესურსებში.

საკონსტიტუციო სასამართლო

თუ თქვენი მშვიდობიანი შეკრების უფლება კანონით შეზღუდულია და თვლით, რომ ეს არღვევს თქვენს ადამიანის უფლებებს, შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა განმარტოს, რომ თქვენი გამხოატვის უფლების შემზღუდავი კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას.

გასაჩივრება საერთაშორისო ინსტიტუტებში

თუ თვლითრომ თქენი უფლებების დარღვევა არ აღმოიფხვრა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების ან სასამართლოს მიერ, უფლება გაქვთ მიმართ საერთაშორისო ან ევროპულ ინტიტუტებს, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024