იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა თქვენი საარჩევნო უფლება არსებობს გასაჩივრების მექანიზმები.

ცენრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

საქართველოში ამომრჩეველს საარჩევნო დარღვევებზე გასაჩივრების უფლება არ აქვს საარჩევნო პროცესის არც ერთ ეტაპზე. საარჩევნო დავის სუბიექტები არიან პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. თუ საკითხი ეხება საარჩევნო პროცედურებს, ხმის მიცემის უფლებებს ან პოტენციურ დარღვევებს, მათ საჩივრის შეტანა პირდაპირ ცესკოში შეუძლიათ.

თუ დარღვევა მოხდა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიებში, საარჩევნო დავის სუბიექტებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ინციდენტის შემდეგ კონკრეტულ ვადაში.

პოლიცია

 მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დავების სუბიექტები არ არიან მოქალაქეები, იმ შემთხვევაში თუ დაირღვა თქვენი უფლებები არჩევნების პროცესში და ეს ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულის ქვეშ, შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციას.  შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილი იქნება პოლიციაში საჩივრის შეტანა, მოიცავს:

  • თუ დაგემუქრნენ, დაგაშინეს ან გაიძულეს ხმის მიცემა გარკვეული გზით ან ხელი შეგიშალეთ ხმის თავისუფლად მიცემაში, შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციას. ამომრჩევლის იძულება ან დაშინება სისხლის სამართლის დანაშაულია.
  • თუ ვინმე ცდილობდა თქვენს მოსყიდვას კონკრეტული კანდიდატის ან პარტიისთვის ხმის მიცემის ან ხმის მიცემისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ეს არის სისხლის სამართლის დარღვევა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით და თქვენ უნდა შეატყობინოთ პოლიციას.
  • ბიულეტენების, საარჩევნო ყუთების ან სხვა საარჩევნო მასალის დაზიანება ან განადგურება უკანონოა. თუ ამის მომსწრე გახდებით, შეგიძლიათ პოლიციას მიმართოთ.
  • თუ ვინმე უკანონოდ შეგიშლით ხელს თქვენ ან სხვებს საარჩევნო უბნებზე შესვლაში, შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციას. ეს მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კენჭისყრის ადგილები უკანონოდ დაიხურა ან ამომრჩეველს ეკრძალებათ შესვლა.
  • თუ საარჩევნო უბანზე ან მის მახლობლად ადგილი აქვს ძალადობას ან ფიზიკურ აგრესიას, ან თუ თქვენ პირადად დაზარალდებით ან გემუქრებიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ პოლიციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

თუ ადგილი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევას, მაგალითად, თუ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები საარჩევნო უბნიდან უკანონოდ არის მოპოვებული, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

საკონსტიტუციო სასამართლო

თუ კანონით აკრძალული გაქვთ ხმის მიცემა და მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი უფლებების დარღვევაა, შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია კონსტიტუციასთან შეუთავსებლად გამოაცხადოს კონკრეტული სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს თქვენს საარჩევნო უფლებას.

საერთაშორისო საჩივრები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებების დარღვევა არ გამოსწორდა საქართველოს ინსტიტუტების ან სასამართლოების მიერ, შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო და ევროპულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024