არსებობს მთელი რიგი ცენზები, რომლებიც ზღუდავს არჩევნებში ხმის მიცემას. ამ შეზღუდვებიდან ყველაზე გავრცელებულია ასაკის, ბინადრობისა და მოქალაქობის ცენზი.
ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით, იმ პირობით, რომ ისინი კანონით არის დადგენილი, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და არ არის თვითნებური ან არაპროპორციული. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მკაცრად აუცილებელი ცენზები შეიძლება იყოს ხმის მიცემის უფლების ლეგიტიმური შეზღუდვა.