მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების გარეშე. ეს არის სამოქალაქო მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ფორმა.
მოხალისეობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, როგორიცაა გარემოს დაცვა, თემის განვითარება, განათლება, ჯანდაცვის მხარდაჭერა და სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის დახმარება.
მოხალისეობრივი საქმიანობის მაგალითები
- ადგილობრივ ღონისძიებებსა თუ ფესტივალებში დახმარება.
- მოწყვლადი ჯგუფების, მაგალითად, ხანდაზმულების, ბავშვების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება.
- საქველმოქმედო ორგანიზაციებსა ან არასამთავრობო ორგანიზაციებში მონაწილეობა.
- გარემოს დასუფთავების ან ხეების დარგვის კამპანიებში მონაწილეობა.
მოხალისობრივი საქმიანობა ხელს უწყობს თემის ერთიანობის შეგრძნების გაძლიერებას, სოციალურ კავშირებს და შეუფასებელ მხარდაჭერას უწევს ინიციატივებს, რომლებიც კოლექტიურ ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
მოხალისეობა და ადამიანის უფლებები
მოხალისეობრივი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლებელია დაირღვეს შემდეგი ისეთი უფლებები, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, სიცოცხლის უფლება ან იძულებითი შრომის აკრძალვა.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევი განმარტავს მოხალისეების უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე გასაჩივრების პროცედურებს ამ უფლებების დარღვევის შემთვევაში.