რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოხალისეს?

ყველას აქვს უფლება, ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეიძლება დაექვემდებაროს შერჩევის კრიტერიუმებს, როგორიცაა ასაკი ან სპეციალური საქმიანობის ბუნებასთან დაკავშირებული ჩართვის ან მომზადების პირობები.

თუ თქვენ ხართ მოხალისე, თქვენ სარგებლობთ სრული დაცვით.

საქართველოში მოხალისეობა აღიარებულია, როგორც სოციალური კეთილდღეობის ხელშემწყობი საქმიანობა და რეგულირდება სამართლებრივი პრინციპების კომბინაციით, მათ შორის სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით. მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეთა უფლებები არ არის ისეთივე დეტალურად განსაზღვრული, როგორც დასაქმებულების, გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოები და დაცვის მექანიზმები მაინც ვრცელდება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, უსაფრთხოება და მომსახურების ანაზღაურება.

საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ არ არეგულირებს მოხალისეობრივ საქმიანობას, რადგან იგი განკუთვნილია ანაზღაურებადი დასაქმებისთვის. მხოალისეები არ ითვლებიან დასაქმებულებად შრომის კოდექსის ფარგლებში.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი კრძალავს მოხალისეთა მიმართ დისკრიმინაციას სერვისებზე წვდომის, აქტივობებში მონაწილეობის ან ორგანიზაციის მიერ სარგებლის მიღებისას შემდეგი მახასიათებლების საფუძველზე.

მნიშვნელოვანი მოხალისეობა არ შეიძლება განხორციელდეს დასაქმებულის შეცვლის მიზნით. თუ საქმიანობა, რომელსაც ასრულებთ, ჩვეულებრივ ანაზღაურებადი თანამშრომლის მიერ უნდა შესრულებულიყო, თქვენი მოხალისეობა ანაზღაურების მიღები გარეშე არაკონონიერია.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

მოხალისეობის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა მისმა შეზღუდვამ გამოიწვიოს რამდენიმე ისეთი უფლების დარღვევა. მაგალითად, თუ შერჩევის პროცესში ან საქმიანობის შესრულებისას თქვენ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხართ, მაგალითად, სამუშაოს შესრულების აკრძალვა ხდება თქვენი ეროვნების ან ეთნიკური წარმომავლობის გამო, ეს შეიძლება იყოს თქვენი დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების დარღვევა. თუ მოხალისეობრივი საქმიანობის ორგანიზატორი არ იცავს უსაფრთხო სამუშაო პირობებს, რის შედეგადაც თქვენ დაზიანდებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიცოცხლის უფლების დარღვევა. იმ შემთხვევაში, თუ გაიძულებენ სამუშაოს შესრულებას, აღნიშნული იძულებითი შრომის აკრძალვის დარღვევას წარმოადგენს.

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024