სამოქალაქო მონაწილეობა არის მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. იგი შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იყოს დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან და არ შემოიფარგლება კონკრეტული ტიპის მონაწილეობით.
სამოქალაქო მონაწილეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან. დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელია საზოგადოების უწყვეტი ჩართულობა. ეს მონაწილეობა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდის როლს სამოქალაქო სივრცეში. სწორედ ამ მიზეზით, სამოქალაქო მონაწილეობა და მისი განხორციელების ფორმა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება.
გზამკვლევის ამ ნაწილის შესახებ
გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, სამოქალაქო მონაწილეობის არსსა და ცნებას, რა უფლებებით არის დაცული სამოქალაქო მონაწილეობა და რა შემთხვევაში შეიძლება მათი შეზღუდვა.