დისკრიმინაცია ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ პირებს, ყოველგვარი ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე, რაიმე ნიშნის გამო განსხვავებულად ექცევიან.

დისკრიმინაცია აკრძალულია. თქვენ შეიძლება გახდეთ დისკრიმინაციის მსხვერპლი სხვადასხვა საფუძველზე. სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცლებული საფუძვლებია: სქესი, ეროვნულობა, ეთნიკური ან რასობრივი კუთვნილება, შშმ პირის სტატუსი, პატიმრის სტატუსი. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან თავად უწყობს ხელს სამოქალაქო მონაწილეობის კონტექსტში, მას შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევისთვის, როგორც ზემოთხსენებულ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე დამოუკიდებლად.

უფრო მეტი წაიკითხეთ დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ გზამკვლევში.

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024