შეკრების თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, შეიკრიბოს ჯგუფებად, რათა კოორდინირებულად და მიზანმიმართულად იმოქმედოს. გაერთიანების თავისუფლება საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს შეუერთდეს ჯგუფს ან ორგანიზაციას საერთო მიზნის მისაღწევად.
მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებში, გამოხატონ მხარდაჭერა ან უკმაყოფილება გარკვეული გადაწყვეტილებების ან ვითარებების მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საზოგადოებრივ საკითხებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ან არ არის სათანადო, ან მისი განხორციელება პრაქტიკულად ვერ ხდება.
გარდა ამისა, მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ხელს უწყობს სხვა ადამიანების უფლებების აღიარებას და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას. უფრო მეტი წაიკითხეთ ამ სახელმძღვანელოში გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შესახებ.
რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გაერთიანების თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა?
გაერთიანების თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება აბსოლუტური არ არის და შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია აყალიბებს შემდეგ სამ კრიტერიუმს, რომლებიც კანონიერი შეზღუდვისთვის უნდა იყოს დაცული:
- შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით: ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს.
- შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში:
- ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საჯარო უსაფრთხოების ინტერებისთვის
- არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის
- ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად
- სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის
3. შეზღუდვა არის პროპორციული (არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი)