გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ძირითადი კომპონენტია. იგი თითოეულ ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას ჰქონდეს მრავალფეროვანი შეხედულებები, გამოხატოს ისინი, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია/იდეები საჯარო ორგანოების ჩარევის გარეშე.

გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის, მათ შორის მედიისთვისაც, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს ხელს უწყობს განსხვავებული შეხედულებების გავრცელებას და დემოკრატიული პროცესის განხორციელებას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ასევე, გამოხატვის თავისუფლება აუცილებელია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების რეალიზაციისთვის, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, რათა ეფექტიანად განახორციელოს სამოქალაქო მონაწილეობის უფლება. ამ მიზეზით, სამოქალაქო მონაწილეობის უფლების უფრო ფართო ცნება მოიცავს ინფორმაციაზე წვდომის უფლებასაც. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საჯარო ორგანოებისგან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.  წაიკითხეთ მეტი გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის და პირადი მონაცემების შესახებ ამ სახელმძღვანელოში.

რა შემთხვევაშია შესძლებელი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის და შესაბამისად, ის შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ადგენს შემდეგ სამ კრიტერიუმს, რომლებიც შეზღუდვის კანონიერებისთვის უნდა იყოს დაცული:

  1. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით: ეროვნულ კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს.
  2. შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში:
  • ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საჯარო უსაფრთხოების ინტერებისთვის
  • არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის
  • ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად
  • სხვისი რეპუტაციის ან უფლებების დაცვისთვის
  • კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების პრევენციისთვის
  • სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისთვის

      3. შეზღუდვა არის პროპორციული (არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე მიზნის მისაღწევად აუცილებელია)

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024