თუ ფიქრობთ რომ უკანონოდ შეგეზღუდათ საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, უფლება გაქვთ იჩივლოთ.

ადმინისტრაციული პროცედურები

თუ თქვენი მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში ან კონსულტაციაში შეზღუდულია ადმინისტრაციული აქტით, შეგიძლიათ გაასაჩივროთ იგი ზემდგომ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში ან წარუმატებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სასამართლოში. ანალოგიურად, თუ დაწესებულების ფაქტობრივმა ქცევამ ხელი შეგიშალათ მონაწილეობა მიიღოთ საჯარო დისკუსიაში ან კონსულტაციაში, შეგიძლიათ გაასაჩივროთ იგი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც. ამ საჩივრების შეტანის პროცედურები დადგენილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

საკონსტიტუციო სასამართლო

თუ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის უფლება კანონით არის შეზღუდული და თვლით, რომ ეს არღვევს თქვენს უფლებებს, შეგიძლიათ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება კონსტიტუციასთან შეუთავსებელად გამოაცხადოს საჯარო განხილვებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაცია.

გასაჩივრება საერთაშორისო სასამართლოებში

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებების დარღვევა არ აღმოიფხვრა საქართველოს სახელისუფლებო ორგანიებისა და სასამართლოს მიერ, უფლება გაქვთ მიმართოთ საერთაშორისო ან ევროპულ ინსტიტუტებს, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.

რესურსები

ბოლო განახლებები 22/12/2024