სამართლიანი სასამართლო ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თავად სასამართლო არ არის გამჭვირვალე და სანდო. არსებობს სამი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება ყველა სასამართლოსთვის.
კრიტერიუმები
ყველა სასამართლო უნდა ფუნქციონირებდეს შემდეგნაირად:
1. კანონის საფუძველზე
არსებობს კანონი, რომელიც განმარტავს, თუ როგორ ფუნქციონირებს სასამართლო, რომელ წესებსა და პროცედურებს იცავს იგი საქმის განხილვისას.
2. დამოუკიდებელად
მოსამართლეები იცავენ მხოლოდ კანონს და არ არიან სხვისი გავლენის ქვეშ.
3. მიუკერძოებლად
მოსამართლეები არ შეიძლება იყვნენ პირადად დაინტერესებული საქმის შედეგით და იყვნენ მიკერძოებულნი.
სანდო სასამართლო სისტემა
ეს სამი კრიტერიუმი უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სტაბილურობას, საიმედოობასა და გამჭვირვალეობას.
სასამართლოები, მოსამართლეები და მოსამართლეთა დანიშვნის ან არჩევის გზები, ისევე როგორც სასამართლოს ბიუჯეტი, უფლებამოსილებები და კომპეტენციები არ შეიძლება ადვილად შეიცვალოს და მორგებული იყოს ვინმეს პირად, კერძო ინტერესებს. ეს სასამართლო სისტემას დაუცველს ხდის გარე გავლენის, მანიპულაციის ან კორუფციის მიმართ.
სახელმწიფო პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე და აღნიშნული კრიტერიუმების შესრულებაზე. სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა, თუ სასამართლო, რომელიც განიხილავს თქვენს საქმეს, არ შეესაბამება ამ კრიტერიუმებს ან სწორად არ დაიცავს მათ.
წაიკითხეთ უფრო მეტი: