თითოეულ სასამართლოს აქვს მრავალი პროცედურული მოთხოვნა, რაც იძლევა სასამართლო პროცესში თქვენი სრული და ეფექტიანი მონაწილეობის გარანტიებს.
პროცედურული მოთხოვნები გარანტიას იძლევა, რომ:
- თქვენ შესაძლებლობა გაქვთ არსებითად მიიღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესში
- სასამართლო პროცესი ეფექტურია
- სასამართლო პროცესი საჯარო და ღიაა საზოგადოებისთვის
გარანტიები
სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანაბარ პირობებში თქვენს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასა და არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას. აღნიშნული გარანტიები მოიცავს მთელ პროცესს, როგორიცაა თქვენთვის გასაგებ ენაზე სასამართლო პროცესში მონაწილეობა, დაცვის უფლების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესი იყოს სწრაფი, ეფექტური და საჯარო. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი და გადაწყვეტილება უნდა იყოს ზოგადად ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საკმარის დასაბუთებას, რომ თქვენთვის და საზოგადოებისთვის გასაგები იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი.
შეიტყვეთ მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების პროცედურული მოთხოვნების შესახებ. თუ ეს პროცედურები არ არის დაცული, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.