იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და ეფექტური, თქვენ ასევე უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. იმ შემთხვევაში, თუ უფლებების დარღვევას თქვენივე ქმედებებმა შეუწყო ხელი ან თუ არ ცდილობდით ამის თავიდან აცილებას და გამოსწორებას უშუალოდ სასამართლო პროცესების დროს, ვერ შეძლებთ გაასაჩივროთ ეს დარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია სასამართლოებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის შექმნაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა მხოლოდ სასამართლოსა და სახელმწიფოს არ ევალებათ. გარდა ამისა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ადამიანის უფლებები დაცულია სახელმწიფოს მიერ და როდესაც თქვენი უფლებები ირღვევა, ის შეიძლება იყოს პასუხისმგებელი და ვალდებული მოგცეთ კომპენსაცია.
თუმცა, თქვენც დაგჭირდებათ გარკვეული მოვალეობის შესრულება. თუ თქვენი ქმედებები თავის მხრივ ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს გარანტიების დარღვევას, თქვენ ვერ შეძლებთ სახელმწიფოს დააკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქმედებების შედეგზე.
მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მოიცავს ორ ელემენტს: