შეიტყვეთ მეტი გასაჩივრების პროცედურებისა და კომპენსაციის მიღების გზების შესახებ, თუ ფიქრობთ, რომ დაირღვა თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

გასაჩივრების პროცედურები

სასამართლო პროცესის დროს შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, გასაჩივრების სხვადასხვა გზების გამოყენებით. თქვენ უნდა შეეცადოთ ისარგებლოთ ამ გზებით, იმისთვის რომ შეძლოთ დარღვევის თავიდან აცილება ან  შემდგომ ეტაპზე დარღვევისთვის კომპენსაციის მოთხოვნა. 

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ან გამოასწოროთ თქვენი უფლებების დარღვევა. ეს პროცედურები შექმნილია ზუსტად ამ მიზნით და მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში, ხელი შეგეშლებათ თქვენი უფლებების დასაცავად მიმართოთ უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტებს.

გასაჩივრება

პირველი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ძალზე მნიშვნელოვანია გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადების დაცვა, რომელიც ჩვეულებრივ 14 დღეა. 

მაგალითი თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საქმეზე თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე და მიგაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში.

გონივრული ვადები

ზოგიერთი საჩივარი უნდა წარადგინოს დარღვევის აღმოჩენისთანავე. მაგალითად, თუ შეიტყვეთ მიზეზი, რის გამოც თქვენს საქმეში მოსამართლე არ შეიძლება იყოს ობიექტური ან მიუკერძოებელი, დროულად უნდა დააყენოთ ეს საკითხი და მოითხოვოთ აცილება.

ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტები

თუ სასამართლო პროცესის განმავლობაში თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ აღმოიფხვრა, შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ან საერთაშორისო ინსტიტუტებს და დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში მოითხოვოთ კომპენსაცია. 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის თითოეულ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტს აქვს კონკრეტული ფუნქციები და უფლებამოსილებები. შეიტყვეთ მეტი ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების შესახებ და ნახეთ, როგორ შეიძლება დაგეხმარონ  ისინი თქვენი უფლებების დაცვაში.

წაიკითხეთ უფრო მეტი:

გაფართოებული ძიება

რესურსები

ბოლო განახლებები 24/10/2024