სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს თქვენს ძირითად უფლება-მოვალეობებს სასამართლოში და ყველა მხარისთვის უზრუნველყოფს სამართლიან მართლმსაჯულებას.
რა არის სამართლიანი სასამართლოს უფლება?
სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტიას გაძლევთ სამართლიან მართლმსაჯულებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება. სამართლიანი სასამართლო გულისხმობს, რომ სასამართლო იცავს ყველა პროცედურას და თანაბრად ეპყრობა მხარეებს, რათა თავად სასამართლო იყოს სამართლიანი და ეფექტური, განურჩევლად გადაწყვეტილებისა და შედეგისა.
სამართლიანი სასამართლოს უფლების ელემენტები
სამართლიანი სასამართლო ვერ იქნება უზრუნველყოფილი თუ სასამართლოები არ მუშაობენ გამჭვირვალე, სანდო და ეფექტური გზით. ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც აყალიბებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვრცელდება ყველა სასამართლოზე. თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
მოთხოვნები სასამართლოსთვის
სასამართლო უნდა მოქმედებდეს კანონის საფუძველზე და მისი მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
პროცედურული მოთხოვნები
სასამართლო პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მასში მონაწილეობის მიღება შეგეძლოთ თქვენს მოწინააღმდეგე მხარესთან თანაბარ პირობებში.
თქვენი ვალდებულებები
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა მხოლოდ სასამართლოსა და სახელმწიფოს ევალება. მართლაც, სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებებს და ამის გამო მას ბევრი ვალდებულებაც აქვს. შესაბამისად, როდესაც თქვენი უფლებები ირღვევა, სახელმწიფო შეიძლება იყოს პასუხისმგებელი და ვალდებული თქვენთვის კომპენსაციის მოცემაზე.
სახელმწიფო, ზოგადად, პასუხისმგებელია სასამართლოებისა და სასამართლო პროცედურების შექმნაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან მართლმსაჯულებას. თუმცა, თქვენც შეგიძლიათ თქვენი მხრივ ხელი შეუწყოთ სამართლიან და ეფექტიან მართლმსაჯულებას თქვენს საქმეზე პროცესუალური ვალდებულებების სათანადო შესრულებით. თქვენი მოვალეობების შეუსრულებლობამ, შესაძლოა ხელი შეგიშალოთ შემდგომ ეტაპზე გარკვეული საკითხების გასაჩივრებაში ან კომპენსაციის მოთხოვნაში.
არსებობს ორი რამ რაც თქვენი მხრივ შეიძლება გააკეთოთ ეფექტიანი პროცესისთვის:
- დაიცვათ თქვენი საპროცესო მოვალეობები, რომლებიც ვალდებული ხართ შეასრულოთ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის
- აღკვეთოთ ან გამოასწოროთ თქვენი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევა, როცა ასეთი შესაძლებლობა არსებობს
წაიკითხეთ უფრო მეტი თქვენი პასუხისმგებლობის შესახებ სისხლის სამართლის პროცესში, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა პროცესში, სამოქალაქო სამართალწარმოებისას და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
Კანონი
სამართლიანი სასამართლოს უფლებას მოიცავს:
- საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონია
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია
- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ