იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და ეფექტური, თქვენ ასევე უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ქმედებებმა ხელი შეუწყო უფლებების დარღვევას ან თუ არ ეცადეთ გამოგესწორებინათ ან აღგეკვეთათ დარღვევა სასამართლო პროცესის განმავლობაში, ვერ შეძლებთ მოითხოვოთ თქვენი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა.

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა მხოლოდ სასამართლოსა და სახელმწიფოს ევალება. მართლაც, ადამიანის უფლებებს სახელმწიფო იცავს და ამის გამო მას ბევრი ვალდებულება აქვს. შესაბამისად, როდესაც თქვენი უფლებები ირღვევა, ის შეიძლება იყოს პასუხისმგებელი და ვალდებული მოგცეთ კომპენსაცია.

თუმცა, სასამართლო პროცესი შეიძლება იყოს სამართლიანი და ეფექტური, თუ თქვენც შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებთ თქვენს ვალდებულებებს ეს ხელს შეგიშლით დააკისროთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თქვენი ქმედებების შედეგზე.

სასამართლო პროცესზე თქვენ გაქვთ:

რესურსები

ბოლო განახლებები 24/10/2024