When you are charged with a crime, you are called “the accused” and your criminal charge will be examined in criminal proceedings.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირს დაკავების მომენტიდან აქვს ბრალდებულის სტატუსი.
როგორც სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულს, თქვენ გაქვთ მთელი რიგი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს რომ არ დაგაკავონ ვინმეს პირადი ინტერესების ან გავლენის გამო და შესაძლებლობა მოგეცეთ გაასაჩივროთ თქვენს წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები და სასამართლოს წარუდგინოთ საკუთარი ახსნა-განმარტებები.
ამ უფლებების ნაწილი ვრცელდება სისხლის სამართლის მთელ პროცესზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლო სხდომებს, არამედ სისხლის სამართლის პროცესის იმ ნაწილს, სანამ საქმე სასამართლოში გადაიგზავნება. მაგალითად, თქვენი უფლებების ნაწილი მოიცავს: უდანაშაულობის პრეზუმფციას, ადვოკატის აყვანის, დუმილისა და სხვა უფლებებს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს მთელ რიგ მოთხოვნებს, რომლებიც გარანტიას იძლევა:
- იცოდეთ იმ დანაშაულის შესახებ, რომელშიც ბრალი გედებათ
- მოგეცეთ ადეკვატური შესაძლებლობა მოამზადოთ და წარმოადგინოთ თქვენი დაცვა და გაასაჩივროთ პროკურორის არგუმენტები და მტკიცებულებები
- არ შეიძლება თქვენგან იძულებით ან მოტყუებით მიიღონ აღიარება
- თქვენი საქმე სასამართლომ სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს
როგორც სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულს, თქვენ ასევე გაქვთ გარკვეული მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულოთ სასამართლო პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით თქვენ ვერ შეძლებთ განაცხადოთ, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
წაიკითხეთ მეტი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც გაძლევთ სამართლიანი სასამართლოს გარანტიას. ასევე გაეცანით ინფორმაციას უფლებების დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების პროცედურების შესახებ.