თუ დანაშაულის შედეგად მოგადგათ ფიზიკური ან მორალური ზიანი, ან თუ თქვენი ქონება დაზიანდა ან დაიკარგა, უფლება გაქვთ მოგენიჭოთ დაზარებულის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში.
დაზარალებულის სტატუსი
დაზარალებულის ცნობის უფლებამოსილება აქვს პროკურორს. ეს სტატუსი თქვენ უფლებას გაძლევთ:
- მონაწილეობა მიიღოთ სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ფარგლებში
- მოითხოვოთ თქვენთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
როგორც დაზარალებულს, თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, როგორიცაა უფლება იყოთ ინფორმირებული საქმის წარმოების შესახებ, უსასყიდლოდ მიიღოთ საქმის მასალების ასლები, მიაწოდოთ სასამართლოს ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებ და ა.შ.
ადამიანის უფლებები სასამართლოში
სისხლის სამართლის პროცესში თქვენმა მონაწილეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც ზოგადად სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე თქვენს უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა.
მაგალითი თუ თქვენ, როგორც დაზარალებული მიიჩნევთ რომ პროცესში მონაწილეობის ან სხვა მიზეზის გამო თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სახელმწიფომ თქვენს დასაცავად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიცოცხლის უფლების დარღვევა.
წაიკითხეთ მეტი თქვენი უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების წესის შესახებ.