სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პირობები უნდა გქონდეთ მაქსიმალურად ნორმალური ცხოვრების საშუალება. იქ გარანტირებული უნდა იყოს თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი პირობები, როგორიცაა შესაბამისი სივრცე, განათება, საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენა.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა ადამიანს თავისუფლებას ართმევს, პატიმრები არ კარგავენ ადამიანის უფლებებს და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ ნორმალური ცხოვრების უფლებას. ციხეში ყოფნამ შეიძლება გარკვეული დონის ემოციური მდგომარეობის ცვლილება გამოიწვიოს და შექმნას დაუცველობის განცდა. ამიტომ იქ არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად იმგვარი უნდა იყოს რომ ცხოვრების ნორმალური პირობები შეგიქმნათ. 

ეს ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იყოს ცხოვრებისთვის შესაბამისი ფიზიკური პირობები, მათ შორის ადეკვატური სივრცე და ტემპერატურა. ციხის პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თქვენი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენა, სინათლისა და სუფთა ჰაერის ხელმისაწვდომობა.

რეგულაციები

საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების პირობები, დეტალები  და სტანდარტები ახსნილია საქართველოს პატიმრობის კოდექსში.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში შეიტყობთ, თუ რა არის ცხოვრების მინიმალური სტანდარტები თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ის განმარტავს, თუ რა ტიპის საცხოვრებელი პირობები შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად და შეფასდეს  როგორიც  არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

ბოლო განახლებები 09/11/2023