თქვენ უნდა მიიღოთ საკმარისი საკვები და წყალი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამიტომ ციხის პერსონალმა უნდა მოგაწოდოთ საკმარისი რაოდენობით კარგი ხარისხის საკვები.
მნიშვნელოვანია საკვებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ შეიძლება გამოყენებული იქნას სასჯელის ზომად.
საკვების რაოდენობა და ხარისხი
საკვები, რომელსაც მიიღებთ, უნდა იყოს სასარგებლო, შეიცავდეს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და თანაბრად გადანაწილდეს მთელი დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ კვება უნდა მოხდეს დღეში სამჯერ, მათ შორის გონივრული ინტერვალით. სუფთა სასმელი წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენთვის.
საქართველოში საკვების რაოდენობა და სახეობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
სპეციალური დიეტა
საკვების ტიპი და რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოთ, შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე ან სხვა მიზეზებზე.
მაგალითი არასრულწლოვანთა ან ორსული ქალების დიეტა, სავარაუდოდ, განსხვავდება სხვა პატიმრებისგან.
ციხის თანამშრომლებმა გარკვეულწილად უნდა გაითვალისწინონ თქვენი რელიგიიდან გამომდინარე კვების მოთხოვნები. წაიკითხეთ მეტი ციხეში თქვენი რელიგიის აღსრულების უფლების შესახებ.
რა შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა?
არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა
საკვების ნაკლებობამ ან საკვების უხარისხობამ შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან წამება. თუმცა ეფექტმა, რომელსაც ასეთი სიტუაცია ტოვებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ მინიმალურ დონეს.
მაგალითი თუ თქვენ ორი დღის განმავლობაში საკვების გარეშე დარჩებით, ეს იქნება თქვენი უფლებების აშკარა დარღვევა. თუმცა, თუ ერთი კვირის განმავლობაში საჭმელთან ერთად, ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ნაჭერი პური მოგცეს, ეს, დიდი ალბათობით, არ დაარღვევს თქვენს უფლებებს.
წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.
სიცოცხლის უფლება
თუ საკვების არასაკმარისი რაოდენობის ან ხარისხის გამო ვინმე გარდაიცვლება, ეს იქნება სიცოცხლის უფლების დარღვევა. წაიკითხეთ მეტი პატიმრობაში გარდაცვალების საქმეების გამოძიების ვალდებულების შესახებ.
როგორ იჩივლოთ
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ ციხის ადმინისტრაციას.
ასევე, ციხეში საჩივრების ზოგადი წესების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ იჩივლოთ საკვების ხარისხის გამო. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.