თქვენ უნდა გქონდეთ რეგულარული წვდომა ადეკვატურ საშხაპეებზე ან ჰიგიენის შესანარჩუნებლად აუცილებელ სხვა ობიექტებზე.

პირადი ჰიგიენა, მათ შორის შხაპის რეგულარული გამოყენება, მნიშვნელოვანია დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა და ღირსების შესაბამისი გარეგნობის შესანარჩუნებლად. რეგულარული შხაპის მიღების, გაპარსვის ან პირადი ჰიგიენის სხვაგვარად დაცვის შესაძლებლობის არქონა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დამამცირებელი.

სიხშირე

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, შხაპის მიღების უფლება კვირაში ორჯერ უნდა გქონდეთ. კვირაში შხაპის მიღების ოდენობა შეიძლება დამოკიდებულია სეზონზე, თქვენს გენდერულ საჭიროებებზე, ჯანმრთელობაზე, სამუშაოზე ან სხვა გარემოებებზე.

მაგალითი თუ თქვენ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებთ, უნდა გქონდეთ შხაპის მიღების შესაძლებლობა უფრო ხშირად, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც დღეს ნაკლებად აქტიურ რეჟიმში ატარებს.

გარდა ამისა, ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დალაქის მომსახურება თვეში ერთხელ მაინც. ციხის ადმინისტრაციას შეუძლია პატიმარს თმის გადაპარსვა მოსთხოვოს კონკრეტულ გარემოებებში და თუ ეს მოთხოვნილია ექიმის მიერ ან გამოწვეულია უკიდურესი ჰიგიენური აუცილებლობით.

ობიექტების მდგომარეობა

საბანაო საშუალებები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ, უნდა იყოს ადეკვატური. ეს ნიშნავს რომ:

  • ისინი სათანადოდ უნდა იყოს მოვლილი და სუფთა
  • თუ საბანაო საშუალებები განთავსებულია საცხოვრებელი ფართის შიგნით, ისინი სათანადოდ უნდა იყოს გამიჯნული
  • დაწესებულებებში ჰაერისა და წყლის ტემპერატურა სეზონის ადეკვატური უნდა იყოს

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა

თუ თქვენ უარი გეთქვათ შხაპზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი უფლების დარღვევა. ეს შეიძლება იყოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, ან ყველაზე მძიმე შემთხვევებში - წამებაც კი. თუმცა ეფექტმა, რომელსაც ასეთი სიტუაცია ტოვებს, უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ მინიმალურ დონეს. ნორმიდან უმნიშვნელო გადახრა, დიდი ალბათობით, დარღვევას არ წარმოადგენს.

მაგალითი თუ შხაპი არ არის მწყობრში ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარა, ეს, ალბათ, არ დაარღვევს თქვენს უფლებებს. თუმცა, თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის გამოყენების უფლებას მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ გაძლევენ, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი უფლებები.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

როგორ იჩივლოთ 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ იჩივლოთ. საქართველოს კანონმდებლობა გთავაზობთ საჩივრების განსხვავებულ მექანიზმებს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023