თქვენ გაქვთ უფლება, ციხეში პირადი ჰიგიენის შესანარჩუნებლად მიიღოთ აუცილებელი საშუალებები.

ჯანმრთელობისა და სისუფთავის შესანარჩუნებლად თქვენ უნდა მიიღოთ ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთები უფასოდ და განსაკუთრებული მოთხოვნის გარეშე.

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ციხის ადმინისტრაციამ უნდა მოგაწოდოთ ძირითადი ჰიგიენური საშუალებები. გარდა ამისა, ამანათის სახით შეგიძლიათ მიიღოთ ან ციხის მაღაზიაში შეიძინოთ ისეთი ჰიგიენური ნივთები, როგორიცაა:

  • ტუალეტის ქაღალდი
  • საპონი
  • კბილის პასტა
  • სავარცხელი
  • სარეცხი საშუალება ან საპონი ტანსაცმლის რეცხვისთვის

თქვენ გაქვთ უფლება, უფასოდ მიიღოთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებები თქვენი სქესის მიხედვით - საპარსი მამაკაცებისთვის ან სანიტარული პირსახოცები და/ან ჰიგიენური საშუალებები ქალებისთვის.

რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა

თუ შესაბამისი საშუალებების ნაკლებობის გამო ჰიგიენის ადეკვატურად დაცვას ვერ ახერხებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. თუმცა ეფექტმა, რომელსაც ასეთი სიტუაცია თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ტოვებს, უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ მინიმალურ დონეს. მცირე გადახრები, ალბათ, არ გამოიწვევს დარღვევას.

მაგალითი თუ კბილის ჯაგრისი ერთი თვის განმავლობაში არ შეგიცვლიათ, ეს, ალბათ, არ გამოიწვევს თქვენი უფლებების დარღვევას. თუმცა, თუ ტუალეტის ქაღალდის ან სხვა ჰიგიენური საშუალებების გარეშე მოგიწევთ ყოფნა, ეს დიდი ალბათობით დაარღვევს თქვენს უფლებებს.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ იჩივლოთ. საქართველოს კანონმდებლობა გთავაზობთ საჩივრების განსხვავებულ მექანიზმებს. წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 09/11/2023