ბუნებრივი განათება, სუფთა ჰაერი, შესაბამისი ტემპერატურა და ადეკვატური ზომის საკანი აუცილებელია ციხეში ნორმალური ცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკანში თქვენთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ადგილი იყოს ადეკვატური ხანგრძლივი განთავსებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის.
ამ ძირითადი პირობების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება. რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის დარღვევის საფუძველი.
გზამკვლევის შესახებ
ამ ნაწილში შეგიძლიათ მეტი წაიკითხოთ სინათლის, სუფთა ჰაერის, ტემპერატურისა და საკნის სივრცის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.