თქვენ უნდა შეძლოთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პირადი და ოჯახური ურთიერთობები ციხის გარეთ მყოფ ადამიანებთან. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, კონტროლის გარეშე გქონდეთ მიმოწერა თქვენს ადვოკატთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან.

კომუნიკაციის უფლება

ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება, დაუკავშირდეთ თქვენს ოჯახს, მეგობრებს, ადვოკატს, ექიმს და სხვა პირებს. გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მოიცავს წერილების გაგზავნას, ზარებს და ახლობლების სტუმრობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

შეზღუდვები

თქვენი კომუნიკაცია ციხის გარეთ მყოფ პირებთან შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ უსაფრთხოების მიზეზების გამო. როდესაც ციხის ადმინისტრაცია ზღუდავს თქვენს თავისუფლებას, მისწეროთ ან დაურეკოთ ხალხს ციხის გარეთ ან შეხვდეთ თქვენს ოჯახს, უნდა არსებობდეს ასეთი შეზღუდვის საფუძვლიანი მიზეზები.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, ვისთან, რა გზით და რამდენად ხშირად უნდა მოგეცეთ კომუნიკაციის უფლება და რა უფლებები შეიძლება დაირღვეს ამ პროცესში.

წაიკითხეთ მეტი კომუნიკაციის შემდეგი ტიპების შესახებ:

გაფართოებული ძიება

ბოლო განახლებები 09/11/2023