თქვენ უნდა შეგეძლოთ, შეინარჩუნოთ ოჯახური და პირადი ურთიერთობები და დაამყაროთ ახლები ციხის გარეთ მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება, დაწეროთ წერილები, დეპეშები ან დაურეკოთ თქვენს ოჯახს, მეგობრებს, სახალხო დამცველის ოფისს, ჟურნალისტებს, ნაცნობებს და უცნობებსაც კი. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.

პრივილეგირებული მიმოწერა

გარკვეული მიმოწერა მიჩნეულია პრივილეგირებულად, რადგან ის მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიზეზებს საიმისოდ, რომ მასში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ჩარევა გამართლებულად იქნეს მიჩნეული. ეს მოიცავს თქვენს მიმოწერას ადვოკატთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სასამართლოებთან და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

წაიკითხეთ მეტი მიმოწერის ტიპების, შეზღუდვების, მონიტორინგისა და პრივილეგირებული მიმოწერის შესახებ:

ბოლო განახლებები 09/11/2023