ოჯახთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, თქვენს ოჯახს უფლება აქვს, ციხეში მოგინახულოთ. თქვენი მონახულების უფლება ასევე აქვს თქვენს ადვოკატს საქმეზე მუშაობისას. ეს ვიზიტები შეიძლება დროსა და რაოდენობაში იყოს შეზღუდული და ზოგიერთ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციამ გაუწიოს მონიტორინგი. შეზღუდვების დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გესტუმრებათ – თქვენი ოჯახი თუ ადვოკატი.
წაიკითხეთ მეტი ვიზიტების სახეების შესახებ: