კომუნიკაციის უფლება
ციხეში ყოფნისას თქვენ უნდა შეძლოთ, შეინარჩუნოთ ურთიერთობა ოჯახთან და სხვა პირებთან. ეს მოიცავს თქვენს უფლებას, პირადად შეხვდეთ მათ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა მათთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
ამ შეხვედრების დროს თქვენ უნდა შეძლოთ ოჯახის წევრებთან საუბარი. თქვენსა და თქვენსა და სტუმარს შორის შეიძლება იყოს გამყოფი შუშის კედელი, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გქონდეთ უშუალო შეხვედრა ვიზიტორთან სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
რა არის ოჯახი?
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მიხედვით, თქვენი ოჯახის წევრები არიან:
- მშობლები (მშვილებელი, დედინაცვალი, მეუღლის მშობელი)
- მეუღლე
- ბავშვები ( ნაშვილები, მისი ნათესავები)
- პარტნიორი, რომელთანაც ქორწინების გარეშე შვილი გყავთ
- და-ძმა
- ბებია და ბაბუა (დიდი ბებია და ბაბუა)
- შვილიშვილები
- ძმისშვილი, დისშვილი და მათი შვილები
- ბიძა და მამიდა
- ბიძაშვილი
- პირი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდით და მართავდით საერთო ოჯახს დაპატიმრებამდე ბოლო ერთი წლით ადრე
ვიზიტების სიხშირე და ხანგრძლივობა
საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახის ვიზიტი, რაც შეიძლება გქონდეთ ოჯახის წევრებთან და სხვა ნათესავებთან. ესენია: მოკლე ვიზიტები (2 საათამდე), ხანგრძლივი ვიზიტები (47 საათამდე), ვიდეო ვიზიტები (ათ დღეში ერთხელ 15 წუთი) და მსჯავრდადებული ქალის ოჯახში ვიზიტი (სამ საათამდე).
ვიზიტების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ციხის ტიპზე და სასჯელის აღსრულების რეჟიმის დონეზე. მოკლე ვიზიტები ასევე შეიძლება გქონდეთ სხვა ადამიანებთან, გარდა თქვენი ოჯახის წევრებისა, კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით ვიდეო ზარის საშუალებით.
შეზღუდვები და მონიტორინგი
ყოველი შეზღუდვა (როგორიცაა ვიზიტების რაოდენობა, ვიზიტების ხანგრძლივობა ან ზედამხედველობის მეთოდები) უნდა იყოს კანონით დაშვებული, დასაბუთებული და დროში შეზღუდული.
საქართველოს კანონმდებლობა უშვებს ციხეებში ვიზიტების შეზღუდვას, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით ან დისციპლინური სახდელის სახით. შეზღუდვების საჭიროება უნდა იყოს კარგად დასაბუთებული, ინდივიდუალურად შეფასებული და თქვენი შემთხვევისთვის სპეციფიკური. შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე მკაცრი, ვიდრე საჭიროა თქვენი ინდივიდუალური შემთხვევისთვის.
მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაცია ვერ შეგიშლით ხელს თქვენი ოჯახის ნახვაში.
საქართველოს კანონმდებლობა ციხის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, თვალ-ყური ადევნოს თქვენს შეხვედრებს ვიზუალურად, შინაარსის მონიტორინგის გარეშე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ სტუმარი მოითხოვს ამას ან თუ არსებობს სხვა დასაბუთებული მიზეზები. ეს მიზეზები ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული და სპეციფიკური თქვენი შემთხვევისთვის. ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მონიტორინგის დონესთან დაკავშირებითაც. ციხის ადმინისტრაციამ უნდა აირჩიოს მონიტორინგის ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი მეთოდი, რომელიც ეფექტურია თქვენს სიტუაციაში.
მაგალითი ვიდეოთვალთვალი ხმის მონიტორინგის გარეშე შეიძლება ნაკლებად შემზღუდველი იყოს, ვიდრე დარბაზში დაცვის ყოფნა.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
თუ თქვენი ვიზიტები უკანონოდ იზღუდება და კონტროლდება, კერძოდ, კანონით დაუშვებელ სიტუაციებში, სადაც შეზღუდვები არასაჭირო ან ძალიან მკაცრია, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კონფიდენციალურობისა და ოჯახური ცხოვრების დარღვევა.
თუ ციხის უფროსმა შეგიზრუდათ შეხვედრები ან გამოიყენა მონიტორინგის უკანონო მეთოდები, უნდა მიმართოთ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. წაიკითხეთ მეტი, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები.